ტექსტი

*** "ჩვილი ბავშვია სიყვარული"

ნეკერიშვილი ნაილი

988 ნახვა · დღეს 21

ჩვილი ბავშვია სიყვარული,
რომელიც მუდამ მოითხოვს რწევას,
მიზეზიანობს, უსაზღვროა
ძალაუფლებით,
ნანაობს გულის წვიმების ქვეშ,
ფათერაკს ეძებს
და უმსუბუქესს ეძლევა სიზმარს,
ჩვილი ბავშვია სიყვარული _
თავგანწირულ დედათა ტვირთი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე