ტექსტი

ღამე

ზოიძე შოთა

2053 ნახვა · დღეს 19

ისე წახვედი, არ გითქვამს რამე,
სიბნელე ისევ აწვება კარებს,
მოვიდა შუქი და ბნელი ღამე
შავი ძაღლივით გააგდო გარეთ.
და გვიან, როცა ვიგრძენი დაღლა,
დავხურე წიგნი, გამოვრთე შუქი,
ვიწამებ, დიდი ღმერთია მაღლა,
დამესიზმრები ამეღამ თუკი?!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე