ტექსტი

და საინგილო ცერზე შემდგარი

პაპიაშვილი თამარ

707 ნახვა · დღეს 1

მე ზღვას გადავხსნი
სავსე საკინძეს,
ანთებულ ფიქრებს
მოვფენ ნავებად,
თითქოს და მეხისსეტყვა მაწვიმდეს
არ შევშინდები,
მე მენავება...
და ქარავნებად
დაწყობილ ნისლებს
წამოეწევა,
ქარი აწვიმებს
და საინგილო
ცერზე შემდგარი
უხმობს გაფრენილ
თავის არწივებს.