ტექსტი

მამულის ფესვზე

პაპიაშვილი თამარ
მზის სასიმღეროდ,
ცის სასიმღეროდ,
მამულის ფესვზე
ავენთე ღეროდ.
მაღლა გასწია
ნისლმა ზმორებით,
გამოჩნდა ზეცა,
ლურჯი გორები...
ვანთე სანთლები
საბედნიერო,
ჩემს ფესვს სიცოცხლე,
ღმერთო ძლიერო...
პარტნიორი techbro.ge