ტექსტი

ქურმუხმა არაგვს გასძახა

პაპიაშვილი თამარ
ქურმუხმა არაგვს გასძახა:
– დავრჩი განმარტოებით,
ძმაო, იქნებ დამფარო
პაპა მუხის რტოებით.
რქაწითელი ქვითინებს:
– მეკარგება სურნელი.
ნუთუ ყველა გათავდა,
დავრჩით განუკურნელი?!
საინგილო ჩემია
ბურთითა და მოედნით...
არაგვო, შენ მიჩრდილე
პაპა მუხის რტოებით.