ტექსტი
*** "წუხელ სიზმარი ვნახე საზარი"
ბაზაძე ირაკლიწუხელ სიზმარი ვნახე საზარი,
თავზე გრიგალი დამხარხარებდა,
ირგვლივ ვეება იწვა ხანძარი
და ვერ გავრბოდი ხანძრის რკალიდან.
შეშინებულმა გამჩენს ვეხვეწე
ხსნა... ცეცხლი როკვით სხვენზე შეფრინდა
და, დილით როცა გამომეღვიძა,
ძლივს ავათრიე ტანი ფერფლიდან.