ტექსტი

*** "კიდევ კარგი რომ ვიყავ მანამდე"

ბაზაძე ირაკლი

1545 ნახვა · დღეს 23

კიდევ კარგი რომ ვიყავ მანამდე
და მოგონებაც ღვივის სიმწვანედ...
ძინავს ცოლს, კედლებს, ტორშერს, კარადებს,
არ გვეძინება მე და სიწყნარეს.
გარეთ ქარები თოვლს ახვავებენ,
ფიქრი წარსულის ძერწავს სურათებს,
თორემ რა დალევს ამ გრძელ ღამეებს,
თორემ რა გასტანს გაზაფხულამდე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე