ტექსტი
*** "მცივა და ახლა ვერაფრით გავთბი"
ბაზაძე ირაკლი1495 ნახვა · დღეს 1
მცივა და ახლა ვერაფრით გავთბი,
დგას მოლოდინი ზამთრის,
აქვს ძიძასავით თბილი ხელები
ჩემს ნატვრას, თრობას ნატვრით.
ხშირად ბედია უღმერთოდ მკაცრი,
ხშირად დღე არის თარსი,
ეს ბოლო დროა დამჩემდა სევდა,
დამშვიდობების მსგავსი.