ტექსტი

არყის გამოხდისას თქმული

დობორჯგინიძე ჯემალ

308 ნახვა · დღეს 19

არყის ქვაბი ორთქლით მთვრალი,
მოთუხთუხე რახიანი,
მოდგა ღამე – ქვრივი ქალი
სავსე მთვარის სახიანი.
შეგრილებულს ვცეცხლავ წინწვერს,
შემომინთო გულზე ალი,
ქვრივზე მინდა დავქორწინდე
ამიხდება ნასიზმრალი!
ქვაბქვეშ ცეცხლი ვგრძნობ სულს ღაფავს,
ჩამომთუთქა ცრემლმა ღაწვი.
მე კი არა გიჟს დააბამს,
ისეთი აქვს არაყს ჯაჭვი.
ვკოცნი მთვარეს, ვხუჭავ თვალებს
ვაი, ჩემი ცოდვის ბრალი!
მოვიმთვარე, მთვრალო მთვარევ,
ღამეც მთვრალი და მეც მთვრალი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე