ტექსტი

*** "კაბად ვიცმევ"

სოლომნიშვილი ზინა

2258 ნახვა · დღეს 20

კაბად ვიცმევ გადაპენტილ ველ-მინდვრებს,
უბეს ვივსებ მერცხლებით და ჩიტებით...
მოვალ, სისხლის მყვირალობაა ვიდრე,
მოვალ, შენს გულს თუ ნამდვილად ვჭირდები;
დამბარდნია თმები ტყემალ-ატმებით,
მზით ვერ ვძღები, დრო რად ჩქარობს,
რად გარბის?
შენს მკლავებში ცხელ კისკისად ავტყდები,
რომ დამახრჩო სიყვარულის ღვართქაფით...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე