ტექსტი

მოგონება

ჩახავა ჯემალ

621 ნახვა · დღეს 27

ფეხშიშველმა შუკა-შუკა გსდიე,
მერე, როცა მოგიხელთე უცებ,
შენს საყვარელ, საოცნებო `წიეს~
თეთრი სილა რა უღმერთოდ მტკიცე.
მე მეწვოდა ალანძული ლოყა,
შენ ტუჩები, ალბათ, ჩემზე მეტად!
და ამ ამბავს სოფლის ჭორი მოჰყვა,
გაგიბრაზდა საყვარელი დედა.
ახლა, როცა გავიხსენებ იმ დროს,
გაცოცხლდება ის ჭრილობა ძველი...
ჩემს ოთახში შემოდიხარ თითქოს
და ბავშვივით პატიებას ველი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე