ტექსტი

მოფრინდა ლეღვის ფოთოლი

ხაბაზი ამირან

1459 ნახვა · დღეს 24

ქარვის ქარებით ნაქარგი,
ტრფობის და ვნების გოდოლი,
რა სამოსელი, რა კარგი...
მოფრინდა ლეღვის ფოთოლი.

და მიბრძანდება ზაფხული,
აკორდებად და კორდებად,
მზე ზარით ფერდაზაფრული,
გორიგორ გადაგორდება...

გიჟი გიზგიზი ნარგიზის,
ყელზე მოხვევა ლიანის...
ცრემლი წამწამზე რად გიზის,
რად გაგიხუნდნენ იანი...

ნუ სწუხხართ... ბრეში ღვარებით,
სულ სხვანაირი დარებით...
ნუ შიშობ, კვლავ მეყვარები
დაისის მზის მცხუნვარებით...

ქარვის ქარებით ნაქარგი,
ტრფობის და ვნების გოდოლი,
რა სამოსელი, რა კარგი...
მოფრინდა ლეღვის ფოთოლი...
 
2002

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე