ტექსტი

გახაფხული თუ მონატრებია...

ხარაძე იმერი

542 ნახვა · დღეს 20

ზეცა სათოვად გადაიბურა...
შორს მოვერცხლილი ლურჯი მთებია...
ყვავილებს თოვლზე ხატავს ბეღურა,
გაზაფხული თუ მონატრებია...
არსად ფოთოლთა კდემა და კრთომა...
მას შემდეგ ბევრჯერ დაუთოვია...
ხეებს მოსწყინდათ უაზროდ დგომა,
აღარ ხმაურობს მზის სიმფონია...
ზეცა სათოვად გადაიბურა...
ეს დევკაცები ჩემი მთებია...
ყვავილებს თოვლზე ხატავს ბეღურა,
გაზაფხული თუ მონატრებია...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე