ტექსტი

*** "ნეტავი სადმე"

ხარანაული ბესიკ
ნეტავი სადმე
შორ ვარსკვლავზე გადამასახლო,
რომ დრო დამჭირდეს აქ მოსასვლელად,
და როცა მოვალ,
მითხრან: – მოდი, დიდი ხანია,
ყველაფერი მზადაა და ჩაიბარეო.