ტექსტი

რაღაცა მაინც გულს დაგაკლდება

ხარანაული ბესიკ

6013 ნახვა · დღეს 17

რაღაცა მაინც გულს დაგაკლდება,
რაც გინდა გყავდეს ნაალერსები –
ქალი, და მაინც მშიერი რჩები,
რაც გინდა აქონ შენი ლექსები
ისეთი ლექსი არ იწერება,
რომ ყველას კარვად გადაეფაროს,
მაშ ნეტავ რაღა გეიმედება
თავაღერილო ლექსის მწერალო.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე