ტექსტი

თითქმის

ბუბუციძე ალი

660 ნახვა · დღეს 18

როგორც ნადირმა, გაზაფხულმა დაგლიჯა თოვლი
და ფერდობებზე დესანტივით დაეშვა წვიმა,
მე ვიმატებდი ისე, როგორც მდინარის დონე,
წვიმა გაება უსასრულო და ლამაზ მძივად.
ჭექა-ქუხილზე გამოცვივდნენ კვირტები გარეთ,
ყვავილები კი ციცნათელებს იბნევდნენ თმაში.
და მე იმგვარად მახარებდა წვიმა და ქარი,
თითქოს სალამზე ვპასუხობდი პატარა ბავშვებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე