ტექსტი
არ ვყვარებივარ ისე არავის...
აბულაძე თეიმურაზ673 ნახვა · დღეს 1
არ ვყვარებივარ ისე არავის,
როგორც მე ვგრძნობდი ამ ცეცხლს თავიდან...
ეჭვის ლეკები მომიპარავენ
და წამათრევენ ლამისყანიდან...
მაინც მოვაღწევ კვლავ ფეხშიშველა
შენთან, რომ გარეთ ღამე გითიო,
თორემ შენ სად გაქვს ჭერი იმხელა, –
მე შემიფარო და დამიტიო...