ტექსტი

ეკლესია

ჯაფარიძე თემურ

353 ნახვა · დღეს 25

მიტოვებული და მოწყენილი
დგას ეკლესია სოფლის ბოლოში.
ეკლესია დგას, როგორც დევნილი
კაცი იდგება სხვის სამშობლოში.
ის ნაღვლიანად გაჰყურებს შარას,
შარას, რომელიც სოფლისკენ მიდის.
საყვედური თუ ვერ დაუფარავს,
დანაშაული არ არის დიდი.
ის ხომ ლამაზი არის ძალიან
და საყვედურსაც იმიტომ ავლენს,
სილამაზისთვის რომ არ სცალიათ
გზაზე პირქუშად მიმავალ მგზავრებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე