ტექსტი

მე ჩემს გზაზე ვდგავარ

სტვილია ლიდა

644 ნახვა · დღეს 20

მე ჩემს გზაზე ვდგავარ,
ჩემს წილ ტკივილს ვიტან...
ჩემს წილ სხივთა ჯავარს
ველი ხვალის ციდან!
ვით ბედს –ვეძებ სიტყვას,
გამძლეს, გამტანს, მთავარს
და ის წუთი მიყვარს,
როცა არვის ვგავარ!
...მე გაფრენის ცდა ვარ...
ზოგჯერ თითქოს ცა ვარ...
ზღვა მეხლება, მაგრამ
ჩემს წილ წყალში ვდგავარ...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე