ტექსტი

მოვდე ნა, მოგეფერონა

ხალვაში ფრიდონ

52732 ნახვა · დღეს 1

ზურაბ გორგილაძეს

მოვდე ნა, მოგეფერო ნა,
მოგიტანო ნა იები,
იები შეყვარებული
ბიჭივით თვალებ ღიები.
კალთა ნა იგიყვავო ნა,
გულმა და გითხრას დაგეძებ,
სიტყვა ნათქვამი ქართული,
ამოიავდეს ბაგეზე.