ტექსტი

* * * "თვალა"

ფუტკარაძე ნიკა

1786 ნახვა · დღეს 18

თმა შეკონა, გადმოიდო მხარზე
შეაქანა ოქროსფერი თვალი
და ცრემლები დაეწვეთა მკერდზე
და წარბები დაეკვნესა ნაზი.
წამოდგა და გაიქნია ხელი,
გადააგდო დანამული ვარდი,
ახლა ჩემი ლექსი მასზე მღერის,
გადაევსო თვალას გული დარდით.
მერე უცებ გაიღიმა მკრთალად,
მზე ამოდის, მოტრფიალე დილის,
მიაქვს სიოს კვირტის შემონათვალი
და შანდალში შრება მისი ამბავი,
გულმა უთხრა: მოიშორე ცრემლი,
სულმა უთხრა: გაიღიმე კარგო,
მიკრეს ხელი და ჩემს თვალას უთხრეს,
წადი ლექსში, გაიღიმე ქალო!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე