ტექსტი
ყორიჩიტას
ბერიძე იამზე1174 ნახვა · დღეს 24
სატრფოს
მარგალიტას შვილი არ ვარ,
თეთრი ვიყო
შენსავით,
გავსუქდე და გადმოვდინდე
ადუღებულ
რძესავით...
ყორიჩიტას ვგავდი ადრე
დიდი ქვების
ყუთებით
და მიგრძვნია თავი კარგად
ბედნიერი
წუთებით...
გრძნობა ტანში მომრევია
ადუღებულ
რძესავით,
მაგრამ არვინ მყვარებია
ასე ძლიერ,
შენსავით.