ტექსტი

დაკონკიკი ჩარლი

ბერიძე იამზე

1176 ნახვა · დღეს 23

ტარტიუფის საბანზე 
 რომ გაიჭრა ვენა,
 "არაბული ტაიჭით"
გაქრა ავიცენა...… 
ფარსმან სპარსის შანდალი
მეფემ გადაღუნა,
არქიმედეს ნაფოტზე
ჩარლიმ ნახა უნა...
თოფი მხარზე~ შეიდო
ნუკრის ბედზე დარდით,
ხელში მუდამ უჭირავს
ეკბატანას ვარდი...
ნილოსივით გრძელია
ბოროტების ენა _
ნებიერა გაიქცა,
ვერ გვიშველის დევნა...
უსამართლოდ მოქცევამ
გული დაუთრგუნა,
თორემ ჩარლის გოგოა
პატარა თამუნა...
ქვეყანაზე სიმართლე
არც ტალღაა, არც წვეთი,
სიმართლეა ეული
და მხოლოდ ერთადერთი...
სახლი მუხის ჩეროში,
ბავშვების `ვევე...
გაცვეთილი ქვაბურა,
მაწანწალა ღელე...
ყაჩაღივით მშიერი
იბიკუსის წერო~,
შექსპირის `მეფე ლირი~,
სერვანტესის პერო...
პეპელა თუ ულვაში,
დიდ ფეხსაცმლის ენა _
ტარტიუფის დაჭრილი 
დიდი ავიცენა...
სიბრძნე-სიცრუისაზე
უფრო დიდი საბა,
ცვარიანი მამული,
ფეხშიშველი ლაბა...
ქეთევანის გურამი _
ჩვენი ერის პეწი,
ვეფხვად გამოვარდნილი
პოეზიის მხეცი...
გოლგოთა და ცურტავი,
ნაწამები რწმენა,
დღემდე ტანჯვით მოსული
`ნათან ბრძენის~ ენა...
`ნასხვისარი პიჯაკი~
და საბიჯგი ჯოხი,
ჯადოქარი კინოსი,
 ჩირაღდანის ქოხი~...
ცრემლნარევი სიცილი
თუ ფრანსუა რაბლე,
მზისკენ ხელებგაწვდილი
ბედნიერი ჰარლე...
სევდიანი თვალები
და ნაფოტის ალი...
სიმართლეა მხოლოდ
დაკონკილი ჩარლი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე