ტექსტი

თებერვლის მიწურული

წიკლაური ხვთისო

1546 ნახვა · დღეს 18

გზაში დარჩენილ
დაბნეულ ზამთარს
გზებს უჩვენებენ ეს ხეობები.
მოდის,
მოვიდა ცვალება ჟამთა,
უფართოვდება კარს ღიობები.
დღე-დღე იშლება ზამთრის კუნძული
და გაზაფხული იშლება ვრცელი.
ლოლუებს, –
ზამთრის გამხდარ ძუძუებს,
ეს გაზაფხული ნელ-ნელა წველის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე