ტექსტი

* * * "კოცონის პატრონს"

ნიშნიანიძე შოთა

24959 ნახვა · დღეს 20

 

კოცონის პატრონს კვამლს მიხსენებენ, 
მაინც სად ნახეს კვამლი უცეცხლოდ?!
ვისაც სიამით არ ესვენება,
სინდისი როგორ არ გავუკენწლო.
ეს ფარატინა კვამლის ქულები
რად გიცვივდება თვალში ბეწვებად?

 

დადექით ქარის მიმართულებით 
და თვალი კვამლით არ აგეწვებათ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე