ტექსტი

ბოლო სადღეგრძელო

კოტეტიშვილი ვახუშტი

5284 ნახვა · დღეს 21

ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი –
გამიფრინდა სიხალისის მტრედი.
ესეც ჩემი იღბალი თუ წერა –
ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა.
სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი,
ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი.
შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა:
ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე