ტექსტი
ბოლო განწყობილება
კოტეტიშვილი ვახუშტი5277 ნახვა · დღეს 22
სინამდვილე მივატოვე
და ოცნება ვინამდვილე,
წლებს თმა-წვერი მივათოვე,
წლითი-წლობით ვიმარტვილე,
წილად მერგო სიმარტოვე
და ცხოვრების სიმარტივე.აღარც მინდა რამეს ვმკიდე,
ყველაფერი სულერთია.
სულო ჩემო, ცოტა კიდევ:
იქით უკვე სულეთია.