ტექსტი
*** "ბეღურა დილით ჭიკჭიკებს ლოცვებს"
ხაბეიშვილი სოლიკობეღურა დილით ჭიკჭიკებს ლოცვებს
და ჩემს სარკმელზე დახტის და ცქმუტავს,
ეალერსება რკინის გისოსებს,
ჩემს ყარაულებს და სულთამხუთავს...
რას მეუბნება, რა ამბებს აქსოვს,
რაზე ჟღურტულებს, არა მესმის რა,
გაიღვიძეო, რომ მითხრა, მახსოვს, _
თუ დამესიზმრა?..