ტექსტი

სიმღერა

ადეიშვილი ნოდარ

1954 ნახვა · დღეს 1

სოფლის თავს სამი წყაროა,
სამი სარკეა, ლელი,
ერთში შენ ჩანხარ,
ერთში – მე,
ერთშიც – პეპელა ჭრელი.
ვისია ცისკრის ციაგი,
ვარდი –ტურფა და მწველი...
გიყვარვარ – რა უბრალოა,
მიყვარხარ – რარიგ ძნელი.