ტექსტი

დილა

ადეიშვილი ნოდარ

2003 ნახვა · დღეს 27

ამოდის მზე და ამოაქვს მთები
წიფლის ტყეებით და წყაროს ხმებით
და სალამურსაც გამოჰყავს ფარა,
ფარა და
ჩემი ბებერი მგლები.
ჭიხვინებს რაშიც ფაფარდაწნული,
ისევ იმ ცისფერ შარაგზის ღირსი...
რა ლამაზია მზისკენ დაძრული:
ხევი, მინდორი,
ნიავი, ნისლი.
რა საამოა წკრიალი მზისა,
სურნელი – მინდვრის, ნიავი – ტყისა...
კიდევ რაღას თხოვს მეზობლის გოგო
მეზობლის ბიჭის წუხანდელ სიზმარს?

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე