ტექსტი

*** "ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე"

ჭიჭინაძე გივი

2681 ნახვა · დღეს 19

ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,
მოფენილია ხავსით ბორცვები.
მღვიმეებს მაყვლის ჯაგნარი ავსებს,
აღარ იხსენებს საყდარს მლოცველი.
ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,
მზე ნაქვითკირალს ცეცხლივით კვესავს,
სულის კედელიც ირღვევა ასე,
როცა ტოვებენ სალოცავს ჩვენსას.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე