ტექსტი

*** "შევჭიკჭიკდი და გამექცა თვალი"

ჭიჭინაძე გივი

2636 ნახვა · დღეს 1

შევჭიკჭიკდი და გამექცა თვალი
იქით, საითაც შვენოდა არეს
ულამაზესი პატარა ქალი,
პატარა, მაგრამ ბრდღვიალა მთვარე...
მიმიხვდა მაცდურ გრძნობას რომ ავყევ
და სასმისს მისწვდა კაცი კაცური.
მე კი კარგახანს მეწვოდა სახე
მისი ღიმილის სილაგაწნული.