ტექსტი

*** "რა უჩვეულო გამოხდა ჟამი"

ჭიჭინაძე გივი

2679 ნახვა · დღეს 19

რა უჩვეულო გამოხდა ჟამი,
აღარაფერი დაგვრჩა საერთო;
მხოლოდ მდინარის ქვიშა და ლამი,
მზე ჩაწურვილი უერთმანეთოდ...
მოგვყვა კი რამე გარდასულ დღეთა,
წინათ რომ წმინდა წლები დავარქვით.
უკუნ ღამეში შთაინთქა მცხეთა,
აღარ ხმაურობს ჩვენი არაგვი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე