ტექსტი

ეს სინამდვილეც...

კორძაია ჯანსუღ

810 ნახვა · დღეს 19

ეს სინამდვილეც უეცრად გაჩნდა
სწორედ იქ, იმ დღეს, იმ დროს და მაშინ,
ივნისის მწუხრის და ბინდის ზღვართან,
შენი ღიმილით ანთებულ ზარში,
გაჩნდა... და იშვა... სხვა და სხვაგვარი,
აღტაცებული სულით ნაგები,
ღვთისმოსავისთვის როგორც ტაძარი,
ისე უეჭვო და გასაგები,
ისე მსუბუქი და გამჭვირვალე,
ვით ალი, ფრთად რომ აუსხამს კოცონს,
...ეს სინამდვილეც, როგორც მდინარე,
უცებ გაჩნდა და არის და ცოცხლობს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე