ტექსტი

*** "თუ ზეცას ეს შავი ღრუბელი გაშორდა"

აბესაძე ნია

685 ნახვა · დღეს 26

თუ ზეცას ეს შავი ღრუბელი გაშორდა,
ჩრდილი მაქმანივით მოხატავს გზებს,
დამიბრუნდება ისევ ბავშვობა
და წამწამებით დავიჭერ მზეს.
გამიჯავრდებიან ისევ უფროსები:
თვალის ჩინს გატკენსო კაშკაშა მზე...
მაგრამ მე არ დავთმობ ბავშვობის ოცნებას
და მზისკენ გავყვები უკვალავ გზებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე