ტექსტი

*** "მესიზმრა"

კაპანაძე გიორგი

566 ნახვა · დღეს 1

მესიზმრა, ჩემი ჩამქრალი გული
უდაბნოებში დაჰქონდათ ლომებს,
და მომელანდა ის გაზაფხული,
რომელიც ვეღარ გამოვიგლოვე.
გადადიოდნენ ქარზე ტალღები,
გადააქროლეს დისკოც მთვარისა,
ჩემ ნატერფალზე შფოთავდნენ ზღვები
აჯანყების და სიმწუხარისა.