ტექსტი
ივანე ჯავახიშვილის ძეგლი უნივერსიტეტის ეზოში
ჭილაძე თამაზ4303 ნახვა · დღეს 2
გეხვევა ჭადრის ფოთლების სითბო,
ამდენი წყლული რამ დაგაჩნია!
ყველა ბრძოლაში დაეცი თითქო
და ყველა ბრძოლამ გადაგარჩინა!
მონღოლის ცეცხლით თმაგატრუსული,
აი, მობრუნდი ჩვენთან ისევე,
და ვიდრე სახლში შემოხვიდოდი,
თითქოს ეზოში ჩამოისვენე...