ტექსტი
*** "მატარებელში დამძინებია"
ჭილაძე თამაზ4370 ნახვა · დღეს 27
მატარებელში დამძინებია
და გამივლია ჩემი სადგური...
წასულან დღენი სიყმაწვილისა,
განათებული მკრთალი სანთურით.
სად დაიკარგა ძველი სიმართლე
შენი თვალების, შენი ღიმილის,
სხვა სადგურების მათრობს სინათლე,
სხვა მატარებლის მესმის კივილი.
უცებ ვიგრძენი მთელი ქვეყანა,
ტვინში ჩამჯდარი, გულში ჩადგმული,
მატარებელში დამძინებია
და გამივლია ჩემი სადგური...