ტექსტი

არ მიყვარდა ერთი გოგო

ფოცხიშვილი მორის

8489 ნახვა · დღეს 1

არ მიყვარდა ერთი გოგო,
არც მომწონდა, არა და...
რა ვიცოდი, ჭირსა შიგან
თუ ის დამიფარავდა.
მეფერა და მეალერსა,
არ მომცილდა წამითაც.
როცა ფეხზე დამაყენა,
სადღაც უხმოდ წავიდა...
ვეძებე და ვერსად ვპოვე,
დავრჩი დარდის დარადა...
აი, ასე დაიწერა
ეს პატარა ბალადა.