ტექსტი

ცხუმი

ჩხენკელი თამაზ

1183 ნახვა · დღეს 26

თუ დაეცემა ცხუმი,
ცხუმარს, გაგრას და ცხინვალს
ვეღარ უშველის ჩუმი
ჩვენი ცრემლების ბრწყინვა.
ვერ დავიბრუნებთ სხუმის
(ქვისკენ მიქნია პირი)
თუ დაეცემა ცხუმი,
ჩვენი ქალაქი გმირი.
რა უნდა მოხდეს მეტი
უფრო მწარე და ყუმი,
თუ დაეცემა თეთრი
ჩვენი ქალაქი ცხუმი.
თუ დაეცემა ცხუმი,
ვერ დაგიმალავ, _ გეტყვი:
შეგვაჭმევინებს უმად
ძაღლის სალაფავს ბედი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე