ტექსტი
უფლისციხეში
ჩხენკელი თამაზ1171 ნახვა · დღეს 21
მზე ჩაესვენა მთებში სათუთად.
კვდებოდა დღეც და იცვლიდა რჯულს დანანებითა.
მიწა გაყუჩდა, დადუმდა...
ჩუ! გამოდის ღამე უფლისციხის ტალანებიდან.
ჩავიდა მზე!.. არ ესმის ზოგს
და მიტომ გითხარ, რომ უსტვენდი აგრე ნებივრად _
გაყუჩდი, გრძნობ?
ღამე გამოდის უფლისციხის ტალანებიდან...