ტექსტი

*** "იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა"

მაჭავარიანი მუხრან

6958 ნახვა · დღეს 20

იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა,
იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს!
მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა _
არც ისე იგი,
რაც უკვე მოხდა,
როგორც ის _
აწი რაც უნდა მოხდეს!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე