ტექსტი

შინდის ტოტი

სამხარაძე-ჯღამაძე ეთერ
ჯანდაბას იქით
ყველა ღალატი,
ყველა წყენა და
გულისტკივილი...
გაუხუნარი
დარჩეს ტალანტი,
ქალი,
სიტურფე,
მზე და ღიმილი...
ნუ,
ნუ ეხები იმ ძველ იარებს,
სულში კვლავ ფეთქავს
თეთრი აპრილი
და ფიქრებს მიღმა
ლექსი ბრიალებს,
შინდის ტოტივით
ყვავილდაყრილი...