ტექსტი
მონატრება
გიგაური გიორგიაღარ ვამაყობ მთებში მთებურად,
გამომასალმეს სოფელს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მხარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი,
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!