ტექსტი

გვარი

გიგაური გიორგი

1311 ნახვა · დღეს 26

გვარი _ ხმალაღი,
გვარი _ ფრთიანი,
მტრისთვის გაწნული მწარე სილაქი,
გვარი _ გზამკვლევი ადამიანის,
გამონაშუქი ჯიშის, ჯილაგის.
გვარი _ ურყევი სანგარი თემის
და გალავანი სალოცავ ტაძრის,
ამჯანყებელი სისხლის და ცრემლის,
ამწონ-დამწონი ცოდვის და მადლის.
ერთი გობიდან გამტეხი პურის,
ვარსკვლავთა ხომლზე უფრო მრავალი,
გვარი _ სინათლე თვალის და გულის,
მზე გორის ფხაზე ამომავალი.
საუკუნეთა მხრებით მზიდველი,
შორით მოსული,
შორს გამხედავი,
ისარი მშვილდის, გოზაწითელის,
98
უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია
99
ხეტარი ხმალის, გაუტეხავის.
გვარი-წარსული, აწმყო, მყობადი,
კაცთა თანმდევი ძირისძირამდე,
ალბათ, მაღალი უფლის ნობათი,
სამუდამოდ რომ დაგვიბინადრეს.
...მაშ, ცოდვილებო, ნუ იცვლით გვარებს,
ყრმანი წინაპრის კვალზე მოდიან,
გერჩიოს შენი
გინდ იყოს მდარე,
ნათხოვარს მიწყივ შენი სჯობია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე