ტექსტი

მამული

სულაკაური არჩილ

1844 ნახვა · დღეს 21

არ ვიცი ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი...
ახლავე მივდეგ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...
ახლავე მივდეგ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე