ტექსტი

ქვიშხეთის ღამე

სულაკაური არჩილ

1844 ნახვა · დღეს 19

სარკმელთან ვსხედვართ პატარებივით...
გადიგრიალეს,
გზები დაკეცეს,
საით მიჰქრიან მატარებლები
ცივად გაწოლილ ლიანდაგებზე?
საით მიჰქრიან მატარებლები
შუაღამეში მძაფრი კივილით?
მათ შეხვედრების იმედი მიაქვთ
და განშორების მძაფრი ტკივილი.
საით მიჰქრიან მატარებლები?
მაგრამ ჩვენ ვსხედვართ პატარებივით
და, როგორც წუხელ, დავწვებით გვიან,
რომ მოვუსმინოთ ცაცხვების შრიალს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე