ტექსტი

*** "ერთი ქუჩის ერთ კუთხეში"

ძნელაძე გივი
ერთი ქუჩის
ერთ კუთხეში
ერთხელ
ერთმა ქალმა
მადლიანად შემომხედა
გამიღიმა სალმად.
იმისთანა
ღიმის ფერი
არ მინახავს
სხვა მე...
იმ ქუჩაზე
იმის მერე
არ ყოფილა
ღამე!..