ტექსტი

სიმდიდრე

ძნელაძე გივი

950 ნახვა · დღეს 18

მზე ამოვა
და მიწაზე
ოქროს ღვარად
დადინდება,
სული ხარობს ნაღამური,
სუნთქვა უფრო
ადვილდება, _
სხვა ქონება?
სხვა დიდება? _
რის ქონება,
რა დიდება, _
მზე _
ღატაკთა,
უპოვართა
უეცარი გამდიდრება!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე