ტექსტი

*** "ეს ზეცა და ეს მინდორი"

ძნელაძე გივი

953 ნახვა · დღეს 17

ეს ზეცა და ეს მინდორი,
ეს ღელე და მთა,
მე არც მომიტანია
და...
ვერც წავიღებ თან!
ამ დალოცვილ მიწაზე
ყველაფერი თავდება,
რამე თუ არ იწამე
უკვდავების თავდებად.
ო, რა ნელა თენდება,
ო, რა ჩქარა ღამდება!..
გიწამე და... ტკივილი
თანდათან მიამდება,
გაიხედე, თუ ძმა ხარ,
თენდება თუ ღამდება?!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე